ფინური საუნა

კლასიკური ფინური საუნის სამშობლო სკანდინავიაა. მისი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი და ასწლეულების განმავლობაში სრულიად დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს.

ფინური საუნაში ჰაერის ტემპერატურა 90-100 გრადუსია, ტენიანობა შედარებით დაბალი. მისი სამკურნალო მოქმედება განპირობებულია სხეულის გათბობით, რის შედეგადაც აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, რაც აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ხელს უწყობს რეგენერაციის უნარს.

ფინურ საუნაში წარმოქმნილი ცხელი ჰაერი არა მხოლოდ წმენდს და აახალგაზრდავებს კანს, არამედ ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგანაც კურნავს.

ფინური საუნა ათავისუფლებს სხეულს ტოქსინებისგან, აცილებს ზედმეტ წონას, ადამიანს ეხმარება განტვირთვასა და სტრესის მოხსნაში. კანი საგრძნობლად ჯანსაღი, გლუვი და ლამაზი ხდება, განწყობა კი ბევრად ამაღლებული და პოზიტიური.

ფინური საუნა საუკეთესო საშუალებაა სპორტსმენებისთვის, ვარჯიშის შემდეგ კუნთების აღდგენის თვალსაზრისით, რადგან ხდება კუნთებში დაგროვილი რძის მჟავის გამოდევნა და მისი გლიკოგენად გარდაქმნა.

გაზიარება: