თურქული ჰამამის პროცედურები

თურქული აბანო - ჰამამი - აერთიანებს აღმოსავლეთის სიბრძნეს და ფილოსოფიას. ცხელ მარმარილოს ქვაზე გაკეთებული ქაფის მასაჟი და ტანის პილინგი რეკომენდირებულია სხვადასხვა ქრონიკული, რესპირატორული დაავადებებისა და ოსტეოქონდროზის დროს. პროცედურის შედეგად იხსნება ფორები, იწმინდება სხეული, სუფთავდება კანი ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისაგან. აღმოსავლური აბანო ყოველთვის ითვლებოდა ჭეშმარიტი სიამოვნების წყაროდ. ამ ტიპის აბანოს განმასხვავებელი თვისებაა განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი. ის არ არის ისეთი ცხელი, როგორც ჩვეულებრივი აბანო ან საუნა (ტემპერატურა 30°C-დან 55°C-მდე მერყეობს), იდეალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს ან ვინც ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას. ბევრისთვის აბანოში წასვლა განსაკუთრებული რიტუალია. კანის ღრმა წმენდისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციის გარდა ჰამამი განთქმულია ნერვულ სისტემაზე დადებითი ზემოქმედებით. აღმოსავლური აბანო დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიას და შფოთს. ქაფის მასაჟი კი მოგიხსნით კუნთების ტკივილსა და დაგირეგულირებთ მაღალ წნევას. ჰამამის მონახულება გულისხმობს არა მარტო ტრადიციულ „გახურებას“ ორთქლის აბანოში, არამედ მთელ რიგ თანმდევ კოსმეტიკურ პროცედურებსაც:  მასაჟებს, პილინგს და ტანის ნიღბებს.

გაზიარება:
ქისა / PEELING ფასი 160₾

ხანგძლივობა 20 წუთი

ქაფის მასაჟი / FOAM MASSAGE ფასი 190₾

ხანგძლივობა 30 წუთი

თურქული ჰამამი / TURKISH BATH ფასი 210₾

ხანგძლივობა 30 წუთი

ბრაზილიური პილინგი / BRAZIALIAN PEELING ფასი 270₾

ხანგძლივობა 40 წუთი

კრისტალური პილინგი / CRYSTAL PEELING ფასი 270₾

ხანგძლივობა 50 წუთი